გრანდების ცვენა! – ვის სურს გიორგი ჩუბინიძის შეძენა

როგორც მოგეხსენებათ, უკვე რამდენიმე წელია “ბორნმუთის” აკადემიაში უნიჭიერესი ქართველი მოთამაშე, გიორგი ჩუბინიძე გამოჩნდა.

Lagazetta Geo-სთან ინტერვიუში ფეხვურთელის მენეჯერმა, დემნა ოზაშვილმა საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა:

“გიორგის მომავალთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, აქტიურად მიდის მუშაობა ესპანურ კლუბებთან. რამდენიმე კვირის წინ, საქმეში ჩაერთო ბენფიკაც და ვნახოთ, მოლაპარაკებები როგორ წავა. ვფიქრობ, სეზონის მეორე ნახევარში გიორგის ახალი კლუბი უკვე გვეცოდინება.

გიორგიმ სეზონი შესანიშნავად დაიწყო და დიდი იმედი გვაქვს, ის ჩვენს ნაკრებსაც გამოადგება. 

გეტყვით იმასაც, რომ გიორგი გახდა Adidas-ის სახე და ბედნიერი ვარ, რომ ის ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ პირველი ქართველი იქნება, ვინც აღნიშნულ ბრენდს წარმოადგენს”. – განაცხადა ოზაშვილმა.

ცნობისთვის, ჩუბიძინე 17 წლის ახალხან გახდა.

More From Author

ცნობილია – ითამაშებს თუ არა ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლის” შემდეგ მატჩში

კიდევ ერთი აღიარება! – რომელი ქართველი ფეხბურთელი მოხვდა ტურის სიმბოლურ გუნდში

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *